17 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
აშშ-ის საელჩომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას აღჭურვილობა და ტესტირების საშუალებები გადასცა

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში COVID-19 პანდემიასთან ბრძოლისა და ხალხისთვის აუცილებელი მომსახურების უზრუნველსაყოფად შეერთებულმა შტატებმა საქართველოს $7 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება გაუწია.

საელჩოს ინფორმაციით გუშინ ელჩის ახალმა მოადგილე რაიან ჰარისმა აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან ერთად სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას გადასცა პირადი დაცვის აღჭურვილობა და ლაბორატორიული ტესტირების საშუალებები. აღნიშნული დახმარების ღირებულება $114 000 დოლარს აღემატება.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აუცილებელ სამუშაოს ასრულებს საქართველოში საკვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ფერმერთა დასახმარებლად, რომ მათ მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების გამოვლენა შეძლონ. ეს სამუშაოები უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ საქართველოს სურსათის მწარმოებლებმა განაგრძონ საქართველოს ეკონომიკურ აღდგენაში წვლილის შეტანა.

როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, მსოფლიო თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიცოცხლის გადასარჩენად, ეკონომიკური აღდგენის ხელმშესაწყობად და მომავალი ბიოლოგიური კატასტროფების წინააღმდეგ უკეთესი მედეგობის მისაღწევად. ამ გამოწვევების დასაძლევად შეერთებული შტატები გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან და COVAX-ის მსგავს საერთაშორისო პარტნიორებთან.

დღის ამბები