17 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
წადი და მშვიდობაში მოიხმარე, ასე ხომ არ გავუშვებდით?! ესებუას დღეს თუ ხვალ აუცილებლად დავაკავებთ - ვახტანგ გომელაური

პარლამენტის ტრიბუნიდან შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ბადრი ესებუა დასაკავებელია  და აღნიშნა, რომ  წინასწარ არ იტყვის, ესებუას დაკავება მოხდება ხვალ, ზეგ, ერთ საათში თუ მაქსიმუმ ერთ თვეში

"მესმის, რომ დასაკავებელია. მადლობა ბატონო ალეკო, კითხვა ოპერაციის კარგად ჩატარებაზე რომ არ დასვით. იყო ორი მიმართულება - ან უნდა შევსულიყავით და ოპერაცია დაგვეწყო და შეიძლება ადამიანები დაღუპულიყო, ან უნდა გაგვეკეთებინა ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. მე პრემიერს ავუხსენი, რა ვარიანტები იყო, რაც არც გომელაურის მოგონილია, არც - ღარიბაშვილის და არც გოგა მღებრიშვილის - ეს არის ამერიკული სტანდარტი. მითხრა, არავითარი სისხლისღვრა! დაკავებას ვეცადეთ, როგორ არ ვეცადეთ.

დღეს თუ ხვალ აუცილებლად მოხდება მისი დაკავება. არ ვიტყვი ხვალ დავაკავებთ, ერთ თვეში დავაკავებთ, არ ვიცი როდის დავაკავებთ, ვმუშაობთ მაქსიმალურად. 

სამი კვირის წინ დავაკავეთ, 12 წლის წინ მძიმე მკვლელობაში ძებნილი პირი.

აბა წადი და მშვიდობაში მოიხმარე - ასე ხომ არ გავუშვებდით?! ჩვენმა თანამშრომელმა საკუთარი სიცოცხლე გარისკა და მანქანაში ჩაუჯდა. შეგვეძლო ოპერაცია მასთან ერთად ჩაგვეტარებინა, სადაც კიდევ სამი მოქალაქე იჯდა, თუმცა მათი სიცოცხლის გაწირვაც ძალიან სახიფათო იყო, რადგან მანქანაში გახსნილი ხელყუმბარით იჯდა. აქაც ჩავთვალე, რომ შტურმი არ დამეწყო, რადგან ხელყუმბარა რომ აფეთქდება, იქ ვერავინ გადარჩება", - განაცხადა შს მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში ბადრი ესებუას შესახებ ჰკითხა.

დეპუტატი დაინტერესდა, თუ აქვს უწყებას ინფორმაცია, სად არის დღეს ზუგდიდში, ბანკის ძარცვაში ეჭვმიტანილი და დატოვა თუ არა მან საქართველოს საზღვრები. 

დღის ამბები