17 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
“მაქსიმალური კომპრომისი არის მიიღონ არჩევნების გადამთვლელ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა" - სოზარ სუბარი ოპოზიციას

ოპოზიციის მხრიდან რიგგარეშე არჩევნებისა და პლებისციტის ჩატარების მოთხოვნას კვლავ არ ემხრობა მმართველი გუნდი და მას არარელევანტურს უწოდებს. 

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ამბობს, რომ მაქსიმალური კომპრომისი, რასაც "ქართული ოცნება" ოპონენტებს სთავაზობს, საგამოძიები კომისიის მუშაობაში ჩართვაა. 

“მაქსიმალური კომპრომისი არის მიიღონ არჩევნების გადამთვლელ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა და შესაბამისად, იქნება არჩევნები, თუ მართლა გაყალბდა. თუ არა და, კეთილი ინებონ და 60 მანდატი აქვთ, ეს უზარმაზარი მანდატია ხალხისგან მიღებული, შემოვიდნენ პარლამენტში და იმუშაონ,“ - ამბობს სოზარ სუბარი.

დღის ამბები