პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ თუკი ოპოზიცია შეცვლის ტაქტიკას - "ან ყველაფერი, ან არაფერს“, ამ შემთხვევაში კომპრომისის მიღწევა უფრო გამარტივდება და კონსენსუსის მიღწევაც შესაძლებელი გახდება.
"არცერთი ნაბიჯი, მათი მხრიდან გადმოდგმული, ჩვენ არ გვინახავს, ჯერჯერობით. გასაგებია, რომ ესკალაცია უნდათ, გასაგებია, რომ არეულობა უნდა ბევრ მათგანს და შეიძლება, ეს ყველას არ დავაბრალოთ, მაგრამ ხომ არის ის ნაწილი, რომელიც სახელმწიფოებრივად ფიქრობს? იქნებ ვიღაც გამოჩნდეს, ჯგუფები, მათ შორის, რომელიც იფიქრებს, რომ სახელმწიფოებრივად ასე ჯობია და უარი ვთქვათ პრინციპზე - არ ყველაფერი, ან არაფერი. ამ შემთხვევაში კომპრომისი უფრო მარტივია, სხვა შემთხვევაში კონსესუსამდე ვერ მივალთ,“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.