"ნაციონალური მოძრაობა" ამ ეტაპზე პლებისციტის საკითხს არ განიხილავს. ამის შესახებ ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მოცემულ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ამოცანაა ნიკა მელიამ დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება, რის შემდეგაც დაიწყება იმ საკითხების განხილვა, რომელიც პოლიტიკურად მიზანშეწონილი იქნება.
"ჩვენ ჯერჯერობით არაფერს არ განვიხილავთ, მათ შორის არც პლებისციტს. მიუხედავად იმისა, რომ პლებისციტი ჩადებული იყო ჩვენს რეკომენდაციებში ჯერ კიდევ როდესაც იწყებოდა მოლაპარაკებების რაუნდები ფასილიტატორების მეშვეობით. ახლა ამ მდგომარეობაში და ვითარებაში, ჩვენი მთავარი ამოცანა ჯერ არის რომ ნიკა მელიამ უნდა დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება და შემდეგ დავიწყებთ იმ საკითხების განხილვას, რომელიც არის მიზანშეწონილი,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.