17 ნოემბერი 2024,   09:18
ვრცლად
"6 პუნქტიდან, რომელსაც ჩვენი ოპონენტები აყენებენ, ოთხს უკვე ვასრულებთ" - შალვა პაპუაშვილი

"ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ვადამდელი არჩევნებისა და პლებისციტის ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. ხელისუფლებაში  ამბობენ, რომ პლებისციტის ჩატარება არასწორი მიდგომაა.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმას, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტია 6 პუნქტიდან ოთხს უკვე ასრულებს. 

"ამ 6 პუნქტიდან, ჩვენი ოპონენტები რასაც აყენებენ, ოთხს უკვე ვასრულებთ. ერთი საარჩევნო რეფორმაა, მეორე საგამოძიებო კომისია, მესამე რომელიც ამასთან არის მიბმული რიგგარეშე არჩევნები იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო კომისია დაადგენს 1%-იან სხვაობას და ასევე, მზაობა კონსტრუქციულ დიალოგისთვის, რასაც ჩვენ ასევე ვაცხადებთ.

რაც შეეხება პლებისციტს, ის თავისი სახით არის არასწორი ფორმა, რა უნდა ვკითხოთ ჩვენს მოქალაქეებს? ჩვენმა მოქალაქეებმა ყველაზე კარგად იციან, ვის მისცეს საკუთარი ხმა,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დიალოგის კონკრეტულ შედეგებით დასრულების პერსპექტივაზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ამილახვარი.

"არის მეორე კატეგორიის საკითხები, სადაც არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამოვიდეთ ქვეყნის ინტერესებიდან და ოპონენტებთან ერთად მივიდეთ იმ გადაკვეთის წერტილზე, რომელიც დიალოგს დაასრულებს კონკრეტულ შედეგებით,“ -  ამბობს გიორგი ამილახვარი. 

დღის ამბები