ოპოზიციის ნაწილისთვის ხელისუფლებასთან შეთანხმების ერთ-ერთ პირობად ახალი მოთხოვნა ჩნდება. "ნაციონალური მოძრაობა" და "ლელო" პრემიერის მონაწილეობით მოლაპარაკებებში ჩართვას გამორიცხავენ.
სხვა პარტიებისთვის ეს გარემოება წითელი ხაზი არ არის და ისინი მზად არიან კომპრომისის პირობებში, დიალოგის მაგიდასთან დასხდნენ.
"ოცნება" კი, ოპოზიციის ნაწილს მოლაპარაკებების ჩაშლის მიზანმიმართულ მცდელობაში ადანაშაულებს. მმართველი გუნდი ამბობს, რომ შეთავაზება გაკეთებულია, ახლა კი კომპრომისულ ნაბიჯებს ოპონენტებისგან ელოდებიან.
როდის დასხდებიან და რა კონფიგურაციით მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან, ჯერჯერობით უცნობია.