17 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
ახალი ფიგურა მედიაციის პროცესში - შარლ მიშელის წარმომადგენელი ქართველი პოლიტიკოსების შერიგებას შეეცდება

ახალი ფიგურა მედიაციის პროცესში - კრისტიან დანიელსონი ის შვედი დიპლომატია, რომელიც მალე ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებებში მედიატორის როლს შეასრულებს. დანიელსონი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით დაწყებული დიალოგის პროცესში შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. ევროპულმა საბჭომ დღეს განცხადებაც გაავრცელა და მხარეებს კომპრომისის აუცილებლობა კიდევ ერთხელ შეახსენა.

შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის დიალოგის პროცესში ჩართვას პოზიტიურ მოვლენას უწოდებს ოპოზიცია. პოლიტიკურ ძალებში ფიქრობენ, კრისტიან დანიელსონის ჩართულობა მოლაპარაკებას პროდუქტიულს გახდის.

შარლ მიშელის წარმომადგენლის პროცესებში ჩართვას მიესალმება "ლელო", თუმცა, მიუხედავად ამისა, პარტია ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით ოცნებასთან მოლაპარაკების გაგრძელებას კვლავ გამორიცხავს.

კომპრომისის აუცილებლობაზე საუბრობს "გირჩი." პარტიას კოლეგებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს და შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობას ორივე მხარეს თანაბრად აკისრებს. 

მმართველი გუნდი შარლ მიშელის მიერ მედიატორის გამოგზავნას ოპოზიციის დესტრუქციისგან მოლაპარაკებების დაზღვევად აფასებს.

ევროპის უმაღლესი სტრუქტურების ჩართულობის პარალელურად, საქართველოს მეგობართა ჯგუფი პოლიტიკურ სპექტრს შეთანხმებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები