17 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო

"ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო.

სოზარ სუბარის თქმით, თვითმმართველობის არჩევნები ახალი  თვითმმართველობის კოდექსით ჩატარდება, რომელიც მოიცავს სერიოზულ ცვლილებებს.

"ქართულმა ოცნებამ" ოფიციალურად დაიწყო თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება. ბუნებრივია, მზადება აქამდეც დაწყებული იყო, ოღონდ რეალურად, დავიწყეთ მთელმა გუნდმა მზადება. დაიწყო უკვე კონსულტაციები კანდიდატებთან დაკავშირებით - მერების კანდიდატები, მაჟორიტარობის კანდიდატები, საარჩევნო სიები, ვინც იქნებიან თბილისშიც, რეგიონებშიც. ახალი თვითმმართველობის კოდექსი იქნება, ძალიან სერიოზული ცვლილებები შედის და ბუნებრივია, გარკვეულად, მეტი დრო სჭირდება იმას, რომ შესაბამისად მოვემზადოთ," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები