საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხელ ყაველაშვილი დარწმუნებულია, რომ კახა კალაძე თუ კვლავ დააყენებს თავის კანდიდატურას თბილისის მერად, იქნება უალტერნატივო და აუცილებლად გაიმარჯვებს.
როგორც ყაველაშვილმა განაცხადა, დღევანდელი უმრავლესობის სხდომაზე მსჯელობა ძირითადად თვითმმართველობის საკითხებს შეეხებოდა.
"სხვადასხვა დამოკიდებულებები არსებობს, გვექნება მსჯელობა, გავივლით ყველა კანდიდატს, ესეც პროცესია ჩვეულებრივი. ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რათა სასურველი კანდიდატები შევარჩიოთ.
ძალიან ღირსეული მერი ჰყავს დღეს ჩვენს ქალაქს და თუ კვლავ დააყენებს კახი კალაძე თავის კანდიდატურას, ის იქნება უალტერნატივო და აუცილებლად გაიმარჯვებს," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.