ხარვეზებით შესრულებული პროექტები, დაუსაბუთებელი ხარჯები და აუთვისებელი ბიუჯეტი - სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ამჯერად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს საქმიანობის ანგარიში მოამზადა, რომელიც საკმაოდ მოცულობითი და კრიტიკულია.
ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტი 2018-2019 წლებში საშუალოდ ბიუჯეტის მეოთხედს ვერ ითვისებდა, შესაბამისად მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ვერ ახორციელებდა -ეს იმ ფონზე, როდესაც 80-ზე მეტ სოფელს წყალი გრაფიკით მიეწოდება.
ორი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში ჩინოვნიკებზე 332.700 ლარი სახელფასო დანამატია გაცემული.
123 200 ათასი ლარის დანამატი გაცემული აქვთ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებსაც.