17 ნოემბერი 2024,   09:20
ვრცლად
ევროპა აქტიურად შეუწყობს ხელს თავის ღირებულებებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში - შარლ მიშელი

ევროპა აქტიურად შეუწყობს ხელს თავის ღირებულებებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებულ წერილშია ნათქვამი.

პუბლიკაცია ევროპაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს ეხება. წერილში შარლ მიშელი აცხადებს, რომ ზედმეტ დოზებს ევროკავშირი მსოფლიოს რეგიონისა და პარტნიორ ქვეყნებს გადასცემს.

მისივე თქმით, ევროპა თავის ღირებულებებს კონკრეტული და ძლიერი ქმედებებით ხელს შეუწყობს ისეთ ქვეყნებში, სადაც სტრატეგიული კავშირები აქვს, მათ შორის საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

დღის ამბები