19 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
სამედიცინო დაწესებულებები მზად არის ხარისხიანი და უსაფრთხო ვაქცინაციის პროცესის დასაწყებად - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით სამედიცინო დაწესებულებები არიან სრულიად მზად იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი იყოს ხარისხიანი, უსაფრთხო და შედეგიანი. თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის დაწყებით იწყება კოვიდის პანდემიის დასასრული:

"სამედიცინო დაწესებულებები არიან სრულიად მზად იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი იყოს ხარისხიანი, უსაფრთხო და შედეგები, რომელსაც  ვაქცინაცია გვპირდება, რაც რეალურად მუშაობს, იცავს კოვიდის რისკებისგან, იცავს ლეტალობის რისკებისგან, გართულებების რისკებისგან, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და დაიწყოს კოვიდის პანდემიის დასასრული ჩვენს ქვეყანაში ამ ვაქცინაციის კამპანიით,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ ვაქცინის პირველი პარტია - 43 200 დოზა "ასტრაზენეკა" საქართველში დღეს დილას ჩამოიტანეს.

დღის ამბები