17 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
გვაქვს ძალიან მაღალი და პოზიტიური მოლოდინი, რომ შეთანხმება წარმატებით დასრულდება - გურამ მაჭარაშვილი

როდის გაიმართება მორიგი შეხვედრა კრისტიან დანელსონსა და ხელისუფლებას შორის, ზუსტი თარიღი უცნობია. თუმცა, მმართველ გუნდს იმედი აქვს, რომ 16 მარტს, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში კონკრეტული შედეგით ჩავა.

"გვაქვს ძალიან მაღალი და პოზიტიური მოლოდინი, რომ შეთანხმება წარმატებით დასრულდება, რომელიც სჭირდება საქართველოს იმისათვის, რომ მას აქვს ჯანსაღი ამბიცია - გახდეს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. რადიკალურ ოპოზიციას დღეს აქვს შესაძლებლობა და ალბათ, უფრო მიზეზი იმისა, რომ იყოს ადეკვატური არსებული პოლიტიკური სიტუაციების და კონსტრუქციული გახდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი გურამ მაჭარაშვილი.

"ქართული ოცნება" დიალოგისთვის მზაობას კიდევ ერთხელ საჯაროდ გამოხატავს და ოპოზიციას კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს

"ქართული ოცნების" მხრიდან გაკეთებულია შესაბამისი ნაბიჯები, არის კონკრეტული პოზიცია დაფიქსირებული, რომელიც სამართლიანობისა და მართლმსაჯულების მაღალი პრინციპებიდან გამომდინარეობს. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, ვიმედოვნებ, რომ IRI-ის დასკვნამ და ყველა განცხადებამ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, ის მაღალი შეფასება, რომელიც არჩევნებმა დემოკრატიულობის კუთხით მიიღო, წაახალისებს ოპოზიციას, რაციონალური და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად," - აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები