14 სექტემბერი 2026,   13:53
ვრცლად
ნიკოლოზ ბასილაშვილი Qatar Open​-ის ფინალშია - მისი მეტოქე დღეს ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი იქნება

დოჰაში მიმდინარე Qatar Open​-ის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე დღეს ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი იქნება, რომელმაც მე-2 სენსაცია მოახდინა და ავსტრიელი დომინიკ ტიემის დამარცხების შემდეგ, ნახევარფინალში გზიდან რუსი, ანდრეი რუბლიოვიც ჩამოიცილა.

ურთიერთშეხვედრებში, ესპანელი ქართველ ჩოგბურთელს 3:1-ს უგებს. დოჰას ტურნირის გამარჯვებული 250 სარეიტინგო ქულასა და 100 ათას ამერიკულ დოლარს მიიღებს. გადამწყვეტი მატჩი დღეს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები