19 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
მაგალითს ვაძლევ ჩემს კოლეგებს და მოსახლეობას - NCDC-ის თანამშრომელმა რომელიც AstraZeneca-ს ვაქცინით პირველი აიცრება რეგისტრაცია უკვე გაიარა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის განსაკუთრებით საშიში ინფექციების ლაბორატორიის ექიმი-ბაქტერიოლოგი თამარ გიორგაძე იქნება ერთ-ერთი პირველი ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება. დღეს მან რეგისტრაცია გაიარა საიტზე, რომელიც ვაქცინირების რიგს უზრუნველყოფს:

"ამით მაგალითს ვაძლევ ჯერ ჩემს თანამშრომლებს, მერე სხვაგან მომუშავე ჩემს კოლეგებს და საერთოდ მოსახლეობას. მე არ მეშინია, არც ჩემს კოლეგებს არ ეშინიათ ვისაც უშუალო შეხება გვაქვს. რისკის ჯგუფში ვარ იმიტომ რომ ვარ 73 წლის და თან ვმუშაობ განსაკუთრებით საშიში ინფექციების ლაბორატორიაში.იმდენად მნიშვნელოვანია,რომ მსოფლიოა ჩართული და ჩვენ რატომ უნდა გამოვეყოთ, ავიცრებით და ამით ჩვენს ქვეყანასაც ვუშველით," - განაცხადა თამარ გიორგაძემ.

დღის ამბები