30 დეკემბერი 2024,   20:45
ვრცლად
ნიკა მელიას დაკავება და გიორგი გახარიას წასვლა - ირაკლი კობახიძის განცხადება ოპოზიციის მხრიდან მორიგი კრიტიკისა და ბრალდებების საფუძველი გახდა

დიალოგის გაგრძელებაში აზრს ვერ ხედავს ოპოზიცია, თუკი პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ეს თემა "ქართული ოცნების" ოპონენტებისთვის კიდევ უფრო აქტუალური, მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი კობახიძემ ინტერვიუ "ღამის კურიერს" მისცა.

ნიკა მელიასა დაკავებასა და გიორგი გახარიას გუნდიდან წასვლასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომელიც მან "ღამის კურიერში" გააკეთა, ოპოზიციის მხრიდან მორიგი კრიტიკისა და ბრალდებების საფუძველი გახდა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ "რუსთავი 2"-ის ეთერში გიორგი გახარიას გუნდიდან წასვლის მიზეზზე ისაუბრა და განმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე საათით ადრე, გახარია მელიას შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით ხელისუფლების სხვა წევრების პოზიციას იზიარებდა, თუმცა გადაწყვეტილება ბოლო დღეს შეცვალა.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გუშინ ირაკლი კობახიძემ ფაქტობრივად აღიარა, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხი "ქართულმა ოცნებამ" სასამართლოს გადაწყვეტილებამდე იცოდა. შესაბამისად ოპოზიცია პროკურატურისგან ამ ფაქტზე სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს.

რაც შეეხება მმართველ გუნდს "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპონენტების მხრიდან ამ ფაქტებთან დაკავშირებით მანიპულირების მცდელობას აქვს ადგილი. 

"ქართული ოცნების" წევრების თქმით, მას შემდეგ რაც პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის დასაბუთებული თხოვნით მიმართა, გუნდში მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენართან დაკავშირებით მსჯელობა დაიწყო. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ არსებული გარემოებების გამო, სასამართლოს გადაწყვეტილების პროგნოზირება რთული არ იყო.

დღის ამბები