19 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
საქართველო ევროპის მეოთხე ქვეყანა გახდა, რომელმაც COVAX პლატფორმიდან ვაქცინა მიიღო

დღეს ქვეყანამ COVID-19-ის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს​ ვაქცინის 43 ათასზე მეტი დოზა მიიღო. საქართველო ევროპის მეოთხე ქვეყანა გახდა, რომელმაც COVAX- პლატფორმიდან ვაქცინა მიიღო.

სწორედ ვაქცინაციას ასახელებენ სფეროს ექსპერტები პანდემიასთან ბრძოლის მთავარ იარაღად.

​საქართველოში პირველ მოქალაქე ორშაბათს აიცრება. ერთ-ერთი პირველი, ვინც COVID-19-ის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს​ ვაქცინას გაიკეთებს, ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი, 73 წლის ექიმ-ბაქტერიოლოგია.

ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის პროცესში 82 დაწესებულება ჩაერთვება, პრეპარატი რეგიონების ნაწილმა დღესვე მიიღო.

ვაქცინაციის დაწყებამდე, სასურველი ასაცრელი პუნქტისა და დროის დაჯავშნა მედპერსონალს წინასწარ შეუძლია, ამისთვის სპეციალური პლატფორმაა შექმნილი.

პირველ ეტაპზე აიცრებიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. პრივილეგია მათ იმის გამო მიენიჭათ, რომ ვირუსთან ბრძოლისას მთავარ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ. ექიმების შემდეგ ვაქცინაცია მოხუცთა სახლების ბენეფიციარებსა და მათ პერსონალს შეეხება, ამის შემდეგ კი გეგმის მიხედვით, ვაქცინა ასაკობრივ ჯგუფებზე გადანაწილდება. ვაქცინაცია 2 ეტაპიანია, პრეპარატის მეორე დოზას საქართველო უკვე აპრილის შუა რიცხვებში მიიღებს.

დღის ამბები