გურიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველმა ოზურგეთის კლინიკა "მედალფას" დირექტორმა გაიკეთა
15-03-2021 10:39
გურიის რეგიონში პირველი ადამიანი აიცრა. კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა ოზურგეთის კლინიკა "მედალფას" დირექტორმა დავით მდინარაძემ გაიკეთა.
გურიის მასშტაბით ვაქცინაციას სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე სულ 1100 ადამიანი გაიკეთებს.