09 მაისი 2024,   00:25
ვრცლად
სვეტლანა ციხანოვსკაია ბელარუსის მოსახლეობას ელექტრონულად ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს

სვეტლანა ციხანოვსკაია ბელარუსის მოსახლეობას ელექტრონულად ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს, რათა ოპოზიციის წარმომადგენლებს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების საწარმოებლად მანდატი ჰქონდეს.

ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, მოლაპარაკება საერთაშორისო შუამავლების დახმარებით უნდა გაიმართოს. მისივე თქმით, მხარეებს შორის დიალოგს გაერო და ეუთო მხარს უჭერენ.

სვეტლანა ციხანოვკაია ასევე აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები ქუჩის პროტესტს არ ჩაანაცვლებს.

გამოკითხვის პირველადი შედეგები 25 მარტს ბელარუსის დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღეს გამოცხადდება.

დღის ამბები