19 ნოემბერი 2024,   16:19
ვრცლად
ყველას მოვუწოდებ ჩავერთოთ პროცესში, რომ სწრაფად აღვადგინოთ ჯანმრთელი სპორტის განვითარება - სოსო ტყემალაძე

ერთ წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რაგბის კავშირს პრეზიდენტი უკვე ოფიციალურად ჰყავს. უახლოესი 4 წლის მანძილზე უწყებას სოსოს ტყემალაძე უხელმძღვანელებს.

მოვალეობის შესრულებას კავშირის ახალი ხელმძღვანელი ხვალიდან შეუდგება. სოსოს ტყემალაძე ჯანსაღი სპორტის განვითარებსითვის დაპირისპირებულ მხარეებს პროცესში ჩართვას და რაგბიში გაჩენილი განხეთქილების დასრულებისკენ მოუწოდებს

"მინდა ყველას მოვუწოდო, დავიწყოთ, ჩავერთოთ პროცესში რომ სწრაფად აღვადგინოთ ჯანმრთელი სპორტის განვითარება, რომ კლუბებს აღვუდგინოთ უმაღლეს ლიგას თამაშების ხარისხი. აქვთ ფინანსური პრობლემები, ასევე კავშირშია პრობლემები, ვიცით რომ დიდი ვალებია. ის წესდება რომელიც დაახარვეზა საჯარო რეესტრმა, უახლოეს მოვიწვევ ყრილობას რომ მივიღოთ ის წესდება, სადაც კლუბები თვითონ აირჩევენ წარმომადგენლებს და მათთან ერთად ჩავერთები მუშაობაში,"- საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი  სოსო ტყემალაძე.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე სოსო ტყემალაძის რეგისტრაცია შეაჩერა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა
და დღეს ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად დაარეგისტრირა.

10 მარტს ჩატარებულ რაგბის კავშირის განმეორებით არჩევნებზე ტყემალაძემ, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო, 42 ხმა მოიპოვა.

დღის ამბები