ოპოზიცია 15 მაისის შემდეგ მაშტაბურ აქციებს აანონსებს, ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მმართველმა გუნდმა უნდა დაიწყოს ფიქრი კომპრომისულ ნაბიჯებზე.
ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია, ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი გიგი უგულავა აცხადებს, რომ 15 მაისს პარლამენტთან აქცია გაიმართება.
"15 მაისს ჩვენ ყველანი შევიკრიბებით, იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან დასრულდეს ქირქილი, უფრო მეტი ხალხი იქნება 15 მაისს ვიდრე კობახიძეს თავზე თმა აქვს,"- ამბობს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" კომპრომისული ნაბიჯები უნდა გადმოდგას.
"ცვლილებას როდესაც ეწინააღმდეგება ხელისუფლება, ცვლილება ხორციელდება ქუჩიდან. ჩვენ არ გვინდა ქუჩიდან განხორციელებული ცვლილებები ჩვენ გვინდა, მოლაპარაკების გზით ცვლილებები. "ქართულმა ოცნებამ" უნდა გადმოდგას კომპრომისული ნაბიჯები,"-აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.