03 მაისი 2024,   15:05
ვრცლად
ევროკავშირის კომისარი სტამბოლის კონვენციიდან თურქეთის გასვლით შეშფოთებულია

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჯოზეფ ბორელის აზრით, დრო მოვიდა, მსოფლიომ გლობალურად გააძლიეროს ბრძოლა ქალთა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

ევროკავშირის კომისარი  სტამბოლის კონვენციიდან თურქეთის გასვლით შეშფოთებულია და მთავრობას მოუწოდებს,  ამ გადაწყვეტილებას გადახედოს.

სტამბოლის კონვენცია ევროპის ქვეყნებს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სამართლებრივი მექანიზმებისა და იურიდიული ნორმების შემუშავებას ავალდებულებს. თურქეთმა კონვენცია გუშინ დატოვა.

დღის ამბები