"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ იზიარებს "ნაციონალური მოძრაობის" მწუხარებას "ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის მიერ გაცრუებული იმედების გამო.
სავარაუდოდ, ირაკლი ოქრუაშვილის პოსტი უკავშირდება ბადრი ჯაფარიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში ყოფნა არ არის გადამწყვეტი ოპოზიციისთვის და პირიქით - ეს შეიძლება წამგებიანიც კი იყოს.
"ვიზიარებ "ნაციონალების" მწუხარებას ბადრი ჯაფარიძის მიერ გაცრუებული იმედების გამო.
ელისაშვილის გამო მისამძიმრება აღარც ღირს,"- წერს ოქრუაშვილი.