17 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
ოპოზიცია რომ კონსტრუქციული ყოფილიყო, შეთანხმება გაფორმდებოდა - ალეკო ელისაშვილი

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციულობის შემთხვევაში, "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმება შედგებოდა.

ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს მეტი შანსი აქვს, რადგან ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა არაფერზე შეთანხმება არ სურს. 

"რეალური კონსტრუქციული გარემო რომ ყოფილიყო, ოპოზიცია რომ რეალურად კონსტრუქციული ყოფილიყო, ისეთი დესტრუქციული შედეგი არ იქნებოდა. სურვილი, მზაობა და კონსტრუქციულობა რომ ყოფილიყო, შეთანხმება გაფორმდებოდა.

არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი ბოლომდეა ამოწურული, მაგრამ, ჩემი აზრით, პერსპექტივა ასეთ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს უფრო აქვს, ვინც გაბედავს ამას, ვიდრე საერთო შეთანხმებას, რადგან მე ვერ წარმომიდგენია საერთო შეთანხმების დღის წესრიგი რა უნდა იყოს, როცა არის ჯგუფები და პარტიები, რომელთაც არაფერზე შეთანხმება არ უნდათ, ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა,"-აცხადებს ელისაშვილი. 

დღის ამბები