19 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
"ვარ ალერგიული, არანაირი გართულება არ მქონია" - მარინა ენდელაძე აცრის შემდეგ გამოხატულ სიმპტომებზე საუბრობს

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე "დღის კურიერში" იმ სიმპტომებზე საუბრობს, რომელიც კოვიდვაქცინაციის ჩატარების შემდეგ თავად აღენიშნებოდა. მისი თქმით, ვაქცინაციის შემდეგ არანაირი გართულება არ ჰქონია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ალერგიულია.

"ჩვენ პირველივე დღეს ავიცერით, თუკი რაიმე რისკფაქტორი შეიძლებოდა ყოფილიყო, მე უნდა ვყოფილიყავი, იმიტომ, რომ ვარ ალერგიული, მაქვს ასაკი და ბევრი რამ. მე არანაირი გართულება არ მქონია, ცოტა მგრძნობელობა მქონდა მკლავზე, აცრის ადგილზე და პირველ დღეს სავარაუდოდ მქონდა ტემპერატურა, მეორე დღეს ჩვეულებრივად ვმუშაობდი. ოდნავ შეიძლება სისუსტე მქონდა მეორე დღეს, მაგრამ ვიყავი ადეკვატური, შემეძლო ჩვეულებრივ სამუშაოს შესრულება. ამის შემდეგ აღარც ხელი მტკივა, დღეს ერთი კვირა გახდა, რაც ავიცერი,“ - აღნიშნა მარინა ენდელაძემ

დღის ამბები