17 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
ადამიანები ამბობენ, წადი თქვენი დედაც ვატირეო - იაგო ხვიჩია NDI-ის კვლევაზე

"ყველას რეიტინგი დაკლებულია. ვიღაცას ხომ უნდა მომატებოდა და არავის არ მოემატა, ყველას დააკლდა. ანუ ადამიანები ამბობენ, წადი, თქვენი დედაც ვატირეო,“ - ამბობს "გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია NDI-ის კვლევის შეფასებისას. 
 
"სინამდვილეში, ეს პოზიცია იმარჯვებს ამ გამოკითხვის მიხედვით. პოლიტიკის მიმართ არის ზოგადად ნიჰილიზმი, მომატებულია რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამბობენ, რომ არც ერთი არ მინდა, საერთოდ თავი დამანებეთ. ეს სრულიად ბუნებრივია ამ ხუთთვიანი სანტა-ბარბარას შემხედვარე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 40% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ არის, 23% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 7% კი - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

დღის ამბები