17 ნოემბერი 2024,   08:59
ვრცლად
დაფინანსების შეჩერება და უფასო საეთერო დროის ჩამორთმევა - ვენეციის კომისიამ კანონმდებლებს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების გადახედვა მოუწოდა

ვენეციის კომისიამ პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის გადახედვის რეკომენდაცია გასცა. კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნა დღეს გასაჯაროვდა.

ევროპული სტრუქტურები მიიჩნევენ, რომ ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტი, პარტიებისთვის დაფინანსების შეჩერების შესაძლებლობასა და უფასო საეთერო დროის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, არაპროპორციული სანქციაა იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური გაერთიანება საპარლამენტო საქმიანობაზე უარს არასაპატიო მიზეზით აცხადებს.

კანონპროექტი პარლამენტმა არ უნდა მიიღოს - ასეთია ოპოზიციის მოწოდება ვენეციის კომისიის დასკვნის გასაჯაროების შემდეგ.

პოლიტიკური ძალები პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტს რეპრესიულ მექანიზმს უწოდებენ და ამბობენ, რომ ქართული ოცნება ამ გზით პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიების დაშანტაჟებას ცდილობს, რაც, მათი თქმით, ევროპელი პარტნიორების მხრიდან სათანადოდ შეფასდა.

დღის ამბები