ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, კრისტიან დანიელსონი ევროკავშირის ოფისში მივიდა.
დანიელსონმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, კომპრომისისთვის მზაობა მოლაპარაკების ორივე მხარემ გამოთქვას.
"ბედნიერი ვარ, რომ ისევ დავბრუნდი. ჩვენ ვაპირებთ ვიპოვოთ გზა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. ახლა მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ გამოთქვას მზაობა კომპრომისისთვის. კომპრომისი არ არის სისუსტე არცერთი მხარისთვის - პირიქით, ეს არის სიძლიერე საქართველოს დემოკრატიისთვის, ეს არის ევროპული გზა,"- აცხადებს კრისტიან დანიელსონი.
ევროკავშირის ოფისში იმყოფებიან აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებიც. იქნება თუ არა დღეს ინდივიდუალური შეხვედრები, უცნობია. ოფიციალური ვერსიით, ევროპული მედიაციის მეორე ტური ხვალიდან იწყება.
შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას" შორის დიალოგის ერთი ეტაპი უკვე შედგა, რომელიც შეთანხმების გარეშე დასრულდა.