17 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
წითელი ხაზები არ გვაქვს, წითელ ხაზებზე არასდროს ვლაპარაკობდით - "ლელო"

"ლელოს" წევრის თამაზ დათუნაშვილის განცხადებით, პარტიას ხელისუფლებასთან დიალოგის პროცესში "წითელი ხაზები" არ აქვს.

დათუნაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მხარეთა კომპრომისის გარეშე პოლიტიკური კრიზისი არ გადაიჭრება.

"წითელი ხაზები არ გვაქვს და წითელ ხაზებზე არასდროს ვლაპარაკობდით. გუშინ ოპოზიციამ საერთო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც სწორედ იმაზეა საუბარი, რომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ვადამდელი არჩევნები, სხვადასხვა პარტიებს სხვადასხვა პოზიციები აქვთ და ეს თამაშობს პლებისციტიდან დაუყოვნებლივ ვადამდელ არჩევნებამდე,"- აცხადებს თამაზ დათუნაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროპული მედიაციით, "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ხვალ განახლდება. ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, კრისტიან დანიელსონი, რომელსაც პროცესში მედიატორის როლი აკისრია, უკვე თბილისში იმყოფება. 

დღის ამბები