17 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
თუ ვინმეს წუხილი აქვს ჰესების მიმართ, მინდა შევახსენო, რომ მათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ენგურჰესზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. პრემიერის განცხადებით, საქართველოში ჰესების მშენებლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. 

"დღეს ჩვენ დავათვალიერეთ ენგურჰესზე მიმდინარე სამუშაოები. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 43 მილიონ ევროს. სამუშაოები იანვარში დაიწყო და მაისის ბოლოს დასრულდება. ენგურჰესს ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ეს ჰესი დაახლოებით 50 წლის წინ აშენდა და რეალურად ყველამ კარგად იცის, რომ ამ ჰესის მშენებლობით აშენდა მთელი ეს მხარე, ათასობით ადამიანი იყო დასაქმებული. საერთო გენერაციის 40%-ზე მეტი გამომუშავდება ენგურჰესის მიერ. ვინმემ, უბრალოდ რომ წარმოიდგინოს, რომ არ არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში ენგურჰესი და თუ ვინმეს დღეს წუხილი აქვს ჰესების მიმართ, მინდა მათ შევახსენო, რომ მათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები