17 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
კომპრომისი ორივე მხარისთვის რთულია - კრისტიან დანიელსონი

ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომდგენლის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, კომპრომისზე წამოსვლა დიალოგის მონაწილე ორივე მხარისთვის რთულია. 

ეს განცხადება კრისტიან დანიელსონმა გააკეთა პასუხად კითხვისა - რომელი პოლიტიკური მხარე ავლენს მეტ დამყოლობას/სიხისტეს მოლაპარაკების პროცესში. 

"არ ვარ მზად, რომ ასეთ კითხვებზე დეტალურად გიპასუხოთ. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ასეთი კომპრომისი ყველასთვის რთულია და ეს საჭიროებს პოლიტიკურ მზაობას. ვფიქრობ, რომ მთავარია საქართველოს ეროვნული ინტერესი. ეს არის გზა ამ პოლიტიკური კრიზისის დაძლევისა და ისეთ რეალურ პრობლემებზე ყურადღების გადატანისა, როგორიცაა კორონავირუსის პანდემია, ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს ევროპული გზა,"- განაცხადა კრისტიან დანიელსონმა. 

დღის ამბები