17 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
დაფიქრდნენ საკუთარ სამშობლოზე - შალვა პაპუაშვილმა ოპონენტებს პარლამენტში შესვლისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა

მმართველი გუნდის წევრებმა კოლეგებს საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან პარლამენტში შესვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ოპონენტებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად საჭიროა დამატებით, მინიმუმ, 17 დეპუტატის ხმა.

"მემორანდუმის ფარგლებში დაინიცირებულია საარჩევნო პაკეტი, სადაც ფუნდამენტური ცვლილებებია. ორი მიმართულებითაა ეს ცვლილება: 1. შეეხება საარჩევნო ბარიერის დაწევას. 2. ოპოზიციის როლის გაძლიერებას პარლამენტში. ეს შეეხება საპარლამენტო ფრაქციების ფორმირებისთვის 7 დეპუტატის ნაცვლად, 4 დეპუტატის თანხმობას. როგორც მოგეხსენებათ, ეს ორივე ცვლილება კონსტიტუციაში ცვლილებას მოითხოვს, კერძოდ, მის გარდამავალ დებულებებში.

კონსტიტუციის ცვლილებისთვის, იმისთვის, რომ ის მყისიერად ამოქმედდეს, საჭიროა 113 ხმა, 3/4. დღეს პარლამენტში აქტიურად საკუთარ მანდატს 96 დეპუტატი ახორციელებს. ამიტომ საჭიროა, მინიმუმ, 17 დეპუტატის მიერ მისი მანდატის აქტიურად განხორციელება. მინდა დღევანდელი მედიაციის გათვალისწინებით ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს ოპონენტებს, დაფიქრდნენ საკუთარ სამშობლოზე,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები