17 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს - ხელისუფლება ეკონომიკის სტიმულირებისთვის პრივატიზაციის პროგრამის გაფართოებას გეგმავს

100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს - ხელისუფლება ეკონომიკის სტიმულირებისთვის 2019 წელს დაწყებული ფართომასშტაბიანი პრივატიზაციის პროგრამის გაფართოებას გეგმავს.

ინიციატივის შესახებ ინფორმაცია კერძო სექტორის წარმომადგენლებს დღეს პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა გააცნეს. პირველ ეტაპზე, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული 350 მილიონი ლარის ღირებულების ქონების გასხვისება იგეგმება, რამაც მთავრობის ეკონომიკური გუნდის განმარტებით, პოსტპანდემიური ეკონომიკის სტიმულირებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს.

პროექტის ფარგლებში მთავრობა 10 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას პროგნოზირებს.

ახალ საინვესტიციო შეთავაზებას დადებითად აფასებს კერძო სექტორი. ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ ფორმით ბიუჯეტში სოლიდური თანხა შევა. პარალელურად კი ეკონომიკურ ბრუნვაში ჩაეშვება ის აქტივები, რომელიც ამ დრომდე ფაქტობრივად დაპაუზებული იყო. სოსო ფხაკაძის თქმით, ინიციატივა ბიზნესის სტიმულირებისა და სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

დღის ამბები