17 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
ევროპარლამენტარების მხრიდან გზავნილები სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული - კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროპარლამენტარების გზავნილები სერიოზულად უნდა იყოს აღქმული.

ჰარცელმა აღნიშნა, რომ განცხადების ხელმომწერები წამყვანი ევროპარლამენტარები არიან, რომლებსაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში განსხვავებული როლი აკისრიათ.

"მე არ შემიძლია ვისაუბრო ევროპარლამენტის ან მისი კონკრეტული წევრების სახელით. უბრალოდ ვიტყვი, რომ, რა თქმა უნდა, მოდის კონკრეტული ძალიან ცხადი გზავნილები და აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების ხელმომწერები არიან წამყვანი ევროპარლამენტარები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული როლი, როდესაც საქმე ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას. ასე რომ, ევროპარლამენტარების მხრიდან გზავნილები სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული,"-განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, რომ შვიდმა ევროპარლამენტარმა წარუმატებლად დასრულებულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე იმედგაცრუება გამოთქვა. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ შედეგის გამო საქართველოს მაკროსაფინანსო დახმარება უნდა შეუჩერდეს.

 

დღის ამბები