"დღის კურიერში" ალეკო ელისაშვილის გაკეთებულ განცხადებას, რომ პარტია "მოქალაქეები" მზადაა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ხელი მოაწეროს. პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა.
ამასთან, ელისაშვილმა განაცხადა, რომ ლუსტრაციის მომხრეა, და დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკების მეორე რაუნდის დეტალები გაასაჯაროა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ პოლიტიკოსი, რომელიც სააკაშვილის დიქტატს არ ექვემდებარება შეურაცხყოფის ობიექტად იქცევა.
"ყველაფერი რასაც ამბობს პოლიტიკოსი, რომელიც სააკაშვილის დიქტატს არ ექვემდებარება იქცევა შეურაცხყოფის ობიექტად.
უმრავლესობას გააჩნდა საკუთარი საინტერესო შეთავაზებები და კომპრომისის დიდი დოზა, აქედან გამომდინარე ვინ ჩაშალა მოლაპარაკებები ნათელია,"- აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.