მორიგი დაპირისპირება ოპოზიციაში, - განხეთქილების მიზეზი ისევ განსხვავებული ხედვების მიუღებლობაა. ის, ვინც საერთო ნარატივს არ იზიარებს, ირაკლი კობახიძის თანამოაზრედ ცხადდება," გირჩებს" კი დღეს ოპოზიციაში ქლიავები უწოდეს.
ეს შეფასებები მას შემდეგ გაისმა, რაც ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა საჯაროდ ისაუბრა კრისტიან დანიელსონთან გამართული დახურული შეხვედრის შესახებ და შეუთანხმებლობის მიზეზები განმარტა.
პარტია მოქალაქის ლიდერმა "დღის კურიერში" ევროპული მედიაციით გამართული მეორე რაუნდის ჩაშლის მიზეზებზე ისაუბრა. ალეკო ელისაშვილის ვერსიით, შვედი დიპლომატის მიერ მომზადებული დოკუმენტს "ოცნება" ხელს აწერდა, თუმცა მოლაპარაკება ჩიხში ოპოზიციის დიდმა ნაწილმა შეიყვანა.
ელისაშვილის განცხადებას ნაწილობრივ ეთანხმებიან "გირჩშიც". პოლიტიკურ პლატფორმაში ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" გიორგი რურუას განთავისუფლებაზე უარის თქმით ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, რითაც პროცესის ჩაშლაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციასთან ერთად გაიზიარა.