ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა დღეს კიდევ 3 სასულიერო პირი დასაჯა, 3-ს კი სასჯელი დაუმძიმა. ექვსივეს აეკრძალა ზიარება და მღვდელმსახურება, აქედან ერთს, რომელიც ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვარია და რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიტროპოლიტ სტეფანეს აკრიტიკებდა, დღეს, ამ ყველაფერთან ერთად, არქიმანდრიტის სტატუსიც შეუჩერდა.
უმაღლესი სასჯელის ზომა მღვდელმთავარმა ამბიონიდან გამოაცხადა.
"იძულებული ვარ ასე მოვიქცე, ასე ელის ანდრია სარიასაც და მის უფროს პეტრესაც," - აღნიშნა მიტროპოლიტმა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში მან ოცამდე სასულიერო პირი, მონაზვნები და მორჩილები განსხვავებული სასჯელით დასაჯა.