საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი - 89% დადებითად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართ არის განწყობილი. კვლევაში კითხვა შემდეგნაირად იყო ფორმულირებული: "წაგიკითხავთ ქართველი პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების სახელებს, გთხოვთ, გვითხრათ თქვენი აზრი მათ შესახებ".
წინა კვლევების მსგავსად, ნდობის რეიტინგში კვლავ კათოლიკოს-პატრიარქი ლიდერობს. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, რეიტინგის ხუთეულში მოხვდნენ გიორგი გახარია, კახი კალაძე, დავით ბაქრაძე, ნიკა მელია და ბიძინა ივანიშვილი.