საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით კითხვაზე - "კვირას რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას" - გამოკითხული მოსახლეობის 35% ამბობს, რომ ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს 18%, ხოლო "ევროპულ საქართველოს" 3% მისცემდა ხმას, 3% აქვს "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელს“.
ასევე, გამოკითხული მოსახლეობის 2% ხმას მისცემდა "გირჩი - ზურაბ ჯაფარიძეს", 2-2% აქვს "პატრიოტთა ალიანსს“ და ლეიბორისტულ პარტიას, ასევე პარტია "მოქალაქეებს“. გამოკითხული მოსახლეობის 1% ხმას მისცემდა "ლელოს.“
არც ერთ პარტიას არ შემოხაზავდა გამოკითხული მოსახლეობის 10%, კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხული მოქალაქეების 15%-ს, ხოლო ყველა პარტიას 5% გადახაზავდა.