საქართველოს ფუტსალის ნაკრები ნიდერლანდებში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
ისტორიული ფაქტი რამდენი წუთის წინ დაფიქსირდა, როდესაც სერბეთის ნაკრებმა რუმენეთთან ფრედ 4:4 ითამაშა და საქართველოს ეროვნულ გუნდს საუკეთესო მეორეადგილოსანთა სატურნირო ცხრილში უნგრეთისა და სერბეთის ნაკრებები ვეღარ დაეწევიან.
ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა ოლიმპიურ სასახლეში საფრანგეთის ნაკრები ანგარიშით 3:2 დაამარცხეს. ჩვენ ეროვნული გუნდის რიგებში გოლები რონიონიომ და თალესმა გაიტანეს, ამ უკანაკსკნელმა მატჩში დუბლი შეასრულა.
საქართველოს ფუტსალის ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე 10 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილი გაინაღდა.
შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრას ქართელი ფეხბურთელები 12 აპრილს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.