დღეს პარტია "ევროპული საქართველოს" ყრილობა გაიმართება, რომელსაც დავით ბაქრაძე და გიგი უგულავა არ დაესწრებიან. ორივე მათგანმა სოციალურ ქსელში პარტიის დატოვების შესახებ დაწერა.
ყრილობაზე პარტია "ევროპული საქართველოს" ახალ ხელმძღვანელობას აირჩევენ.
რაც შეეხება პარტიაში დარჩენილ პოლიტიკოსებს, ისინი პატივს სცემენ დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავას გადაწყვეტილებას, თუმცა ფიქრობენ, რომ განახლებული "ევროპული საქართველო" განსხვავებულ შედეგებს აჩვენებს, როგორც თვითმმართველობის, ასევე სხვა არჩევნებზე.