17 ნოემბერი 2024,   05:55
ვრცლად
გვჭირდება საკუთარი გამოკვეთილი იდენტობა, "ევროპული საქართველო" არ უნდა იყოს ვიღაცის გაგრძელება - ოთარ კახიძე 

"ევროპული საქართველოს" ყრილობაზე სიტყვით პარტიის ძველი ლიდერები გამოვიდნენ. 

ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ "ევროპული საქართველო" უნდა იყოს არა რომელიმე პარტიის იდენტური, არამედ ცალკე გამოკვეთილი პარტია. 

"გვჭირდება საკუთარი გამოკვეთილი იდენტობა. ევროპული საქართველო" უნდა იყოს არა ვიღაცის გაგრძელება, ან ვიღაცასთან რაღაც საერთო ოჯახი, არამედ უნდა იყოს ცალკე გამოკვეთილი პოლიტიკური პარტია,"- აღნიშნავს ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ოთარ კახიძე. 

აკაკი ბობოხიძის განცხადებით კი, დღეს, "ევროპულ საქართველოს" ჰყავს ის ლიდერები, რომლებზეც გამარჯვებაა დაკავშირებული. 

"თუკი დღეს დასავლეთთან ურთიერთობაში ამ ჩვენს საპროტესტო მოძრაობს ჰყავს ლიდერები, ესენი არიან თუ მხოლოდ "ევროპული საქართველოს" ლიდერები არა, ყოველ შემთხვევაში, პირველი ლიდერები. დღეს ეს გამარჯვება და ზოგადად, პროცესი, დაკავშირებულია ბოკერიასთან, წერეთელთან, გიორგი კადელაკთან," - აცხადებს ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი აკაკი ბობოხიძე. 

"ევროპული საქართველო" დღეს დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავამ, გივი თარგამაძემ, ლევან თარხნიშვილმა და გიორგი გაბაშვილმა დატოვეს. 

დღის ამბები