ბოკერია, ბობოხიძე, წერეთელი - ბოკერია, უგულავა, ბაქრაძის ნაცვლად, - ასეთია "ევროპული საქართველოს" განახლებული სამეული. პარტიის ყრილობაზე შეკრებილებმა ხმათა უმრავლესობით თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს. სხვა ძირითადი თანამდებობებიც პოლიტიკური ძალის ძველმა წევრებმა გადაინაწილეს. დავით ბაქრაძის და გიგი უგულავას ხედვა, რომ პარტიაში ფუნდამენტური სიახლეები და რეფორმები მომხდარიყო, როგორც თავად პოლიტიკოსებმა განმარტეს, გიგა ბოკერიამ არ გაითვალისწინა.
წასვლის მიზეზად პოლიტიკოსები არჩევნებში წარუმატებლობას ასახელებენ.