ოპოზიციაში მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ნაბიჯს "ქართული ოცნების" მხრიდან ელოდებიან. "ლელოს" წევრი საბა ბუაძე მიიჩნევს, რომ იმ პრინციპულად შეუთანხმებელ პუნქტებთან დაკავშირებით, ხელისუფლება დათმობაზე უნდა წამოვიდეს.
"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი გადაიჭრება და დასრულდება შეთანხმებით. ჩვენ დავეთანხმეთ და გამოვთქვით მზადყოფნა, რომ ხელი მოგვეწერა იმ სამი პუნქტისთვის, რომლის შეთანხმებაც მედიატორების მონაწილეობით მოხდა და ახლა ყველაზე პრინციპულ და საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით უნდა მოხდეს ხელისუფლების მხრიდან საპასუხო ნაბიჯების გადმოდგმა,"- განაცხადა საბა ბუაძემ.