19 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა - მსახიობი დროდადრო გონებას კარგავს

კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ "რუსთავი 2-ს" განუცხადა მსახიობი რეანიმაციურ განყოფილებაში რჩება.

"პაციენტი მძიმეა, რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. დროდადრო გონებაზე არ არის, თუმცა ამ დრომდე აპარატის დახმარების გარეშე სუნთქავს,"- აღნიშნა ლალი ტურძელაძემ.

კახი კავსაძეს ნოემბერში კორონავირუსი დაუდგინდა, ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს. მოგვიანებით კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კვლავ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ბოლო თვენახევარია მკურნალობს.

დღის ამბები