17 ნოემბერი 2024,   06:04
ვრცლად
მოდი, ერთი მაინც დამიკმაყოფილე, ცოტა უცნაურად ჟღერს - ალეკო ელისაშვილი "გირჩის" მოთხოვნებზე

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი კი ამბობს, რომ "გირჩის" მიერ წარმოდგენილ პუნქტებში არის ისეთი საკითხები, რომელსაც ისინიც იზიარებენ და ეთანხმებიან. ამის მაგალითად კი ალეკო ელისაშვილი  მოსამართლეების და რაიონული პოლიციის ხელმძღვანელების შერიფების არჩევითობას ასახელებს.  თუმცა, მისთვის გაუგებარია "გირჩის" პირობა, რომ 7-დან ერთის დაკმაყოფილებაზეც თანახმა არიან:

"7 პუნქტის თქმა და მერე მოდი ერთი მაინც დამიკმაყოფილე ცოტა უცნაურად ჟღერს," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, პარტიამ 7 მოთხოვნა "გირჩის" გაზეთში გამოაქვეყნა.

1. ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით.

2. კერძო სკოლები სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებისგან.

3. რაიონული პოლიციის შერიფებს აირჩევს მოსახლეობა პირდაპირი წესით.

4. პირველი ინსტანციის მოსამართლეებს პირდაპირი წესით აირჩევს ხალხი და ბრალდებულებს ექნება უფლება თავად აირჩიოს რომელი მოსამართლე გაასამართლებს, არჩეული თუ დანიშნული.

5. ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი.

6. რესტიტუცია - ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად და

7. მოხდება მარიხუანის სრული ლეგალიზაცია.

დღის ამბები