17 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
შანსი არაა მაგაზე "ოცნება" წამოვიდეს, მაქსიმუმ დაპირდნენ, მოატყუონ და გადააგდონ - ზურაბ ჯაფარიძე "გირჩის" 7 მოთხოვნაზე

"გირჩის" მიერ წარმოდგენილი პუნქტები მოსწონს მათ ყოფილ თანაგუნდელს, "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, თუმცა ხელისუფლების მხრიდან თანხმობის იმედი არ აქვს:

"კარგი პუნქტებია, მაგრამ შანსი არაა მაგაზე "ოცნება" წამოვიდეს რომელიმეზე, მაქსიმუმ დაპირდნენ, მოატყუონ და გადააგდონ. მახსოვს, როცა 7-ის ნაცვლად 1 იყო სრულად პროპორციული ბარიერის გარეშე და შემოვდივართო და არ შეასრულა "ოცნებამ". ახლა უბრალოდ 6 დაამატეს და ასარჩევს აძლევენ მეტს. სინამდვილეში, ნებისმიერი ეგ პუნქტი რაღაც თვალსაზრისით გულისხმობს ძალაუფლების დათმობას ივანიშვილის მხრიდან და ივანიშვილი ძალაუფლებას არ დათმობს," - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

პარტიამ 7 მოთხოვნა "გირჩის" გაზეთში გამოაქვეყნა.

1. ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით.

2. კერძო სკოლები სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებისგან.

3. რაიონული პოლიციის შერიფებს აირჩევს მოსახლეობა პირდაპირი წესით.

4. პირველი ინსტანციის მოსამართლეებს პირდაპირი წესით აირჩევს ხალხი და ბრალდებულებს ექნება უფლება თავად აირჩიოს რომელი მოსამართლე გაასამართლებს, არჩეული თუ დანიშნული.

5. ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი.

6. რესტიტუცია - ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად და

7. მოხდება მარიხუანის სრული ლეგალიზაცია.

დღის ამბები