17 ნოემბერი 2024,   06:02
ვრცლად
ამ ფორმით დაყენებული ულტიმატუმი ცოტა იუმორისტულად მეჩვენება - გიორგი ამილახვარი "გირჩის" მოთხოვნებზე

"გირჩის" გეგმასთან დაკავშირებით დიალოგის შესაძლებლობას ხედავენ "ქართულ ოცნებაში", თუმცა ამბობენ, რომ უმჯობესი იქნება პარტიამ მეტი კონკრეტიკა შესძინოს საკუთარ მოთხოვნებს.

"ეს არის საკითხები, რომელსაც სჭირდება ძალიან ხანგრძლივ პერსპექტივაში მუშაობა. თითქმის არც ერთი საკითხი, გარდა ერთი-ორისა, არ შეეხება იმ საკითხებს, რომელიც დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან დგას. შესაბამისად, ამ ფორმით მათ მიერ დაყენებული ულტიმატუმი ცოტა იუმორისტულად მეჩვენება, მაგრამ არის იქ რიგი საკითხები, რის ირგვლივაც შეიძლება მსჯელობა, მაგრამ ახლა ამაზე პოზიციის დაფიქსირება ნაადრევია, ამას სჭირდება სამუშაო რეჟიმი,"- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

შეგახსენებთ, პარტიამ 7 მოთხოვნა "გირჩის" გაზეთში გამოაქვეყნა.

1. ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით.

2. კერძო სკოლები სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებისგან.

3. რაიონული პოლიციის შერიფებს აირჩევს მოსახლეობა პირდაპირი წესით.

4. პირველი ინსტანციის მოსამართლეებს პირდაპირი წესით აირჩევს ხალხი და ბრალდებულებს ექნება უფლება თავად აირჩიოს რომელი მოსამართლე გაასამართლებს, არჩეული თუ დანიშნული.

5. ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი.

6. რესტიტუცია - ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად და

7. მოხდება მარიხუანის სრული ლეგალიზაცია.

დღის ამბები