03 სექტემბერი 2026,   20:58
ვრცლად
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების ნათესავები სავალდებულო კარანტინის მოხსნას მოითხოვენ

აფხაზეთის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების ნათესავები სავალდებულო კარანტინის მოხსნას მოითხოვენ.

მათი თქმით, ისედაც რთული ჰუმანიტარული პრობლემების პირობებში, კარანტინი მოქალაქეების მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

აქციის მსვლელობის დროს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლისას, მოქალაქეები 5-ის ნაცვლად 3 დღიანი კარანტინს გაივლიან, თუმცა აქციის მონაწილეები კარანტინის საერთოდ გაუქმებას ითხოვენ.

"ჩვენი მთავარი მიზანია, რომ გაუქმდეს ყოველგვარი კარანტინი. ადამიანებს არ შეუძლიათ სამი დღე დაყონ სხვა ქალაქში. ამიტომ ეს სამი დღე უნდა გაუქმდეს ჩვეულებრივ და ხიდზე მიმოსვლა აღდგეს. ადამიანები, რომლებიც გადმოდიან ჩვენივე ტერიტორიიდან, თუმცა დღეს ოკუპირებული ტერიტორიიდან, ადგილზე სწრაფი ტესტით უნდა შემოწმდნენ,"- აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" წევრი თამარ ბელქანია.

დღის ამბები